ცაგარლის ასტროლოგიური პროგნოზი: 4-10 სექტემბერი

© Sputnik / Seyran Baroyanასტროლოგი მიხეილ ცაგარელი
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik-საქართველოს" კოლუმნისტი, ცნობილი ქართველი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს 4-10 სექტემბრის პერიოდზე - რა სირთულეებს უნდა ავარიდოთ თავი სავსემთვარეობისას, რით დაგვაჯილდოებს პლანეტა მარსი და როგორ გამოვიყენოთ მაქსიმალურად სასარგებლოდ ეს დრო

ეს ხელსაყრელი პერიოდია ცხოვრების ნებისმიერ სფეროში პოზიტიური ცვლილებებისთვის. დედამიწის ენერგეტიკა დადებით სფეროშია, რაც შესაძლებლობას იძლევა, მეტ-ნაკლებად ყველა ნიშანმა წარმატებას მიაღწიოს ბიზნესში, მოლაპარაკებებში, პირად ურთიერთობებში, მოგზაურობაში და ა. შ. შანსები დიდია, რადგან დედამიწის დადებითი გეომაგნიტური სფერო, რომელშიც ის ახლა იმყოფება, მაქსიმალურად ამშვიდებს ზოგად ვითარებას, იძლევა აუცილებელი მოლაპარაკებების გამართვის და ამით — ნებისმიერ ადამიანში დადებითი თვისებების მეტად გამოვლენის შესაძლებლობას.

რას უნდა ველოდეთ სავსემთვარეობის დღეს?

აუცილებელია ამ დროის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ კვირაში სავსემთავრეობა 6 სექტემბერს იქნება; ეს კი ყოველთვის ცოტა დაძაბული დღეა, რადგან მზისა და მთვარის ენერგიებს შორის ბრძოლაა. ჩვეულებრივ, მზისა და მთვარის ეს კონფლიქტი კოსმოსურ გამოცდებს, სირთულეებს აწყობს, პრობლემებს ქმნის. ამ დროს განსაკუთრებით გაღიზიანებული არიან მშვენიერი სქესის წარმომადგენლები, ამიტომ მამაკაცები უფრო დელიკატურად უნდა მოიქცნენ და ნეგატიური თვისებები არ გამოხატონ, არ გააღიზიანონ ქალები.

სავსემთვარეობის დღეს არ ღირს ახალი და მით უფრო, სარისკო საქმის წამოწყება, სჯობს, ყოველდღიური საქმეებით დაკავდეთ. იმის გამო, რომ ამ დროს მთვარე თევზების ნიშანში გადის, არ დაეყრდნოთ ზედმეტ ფანტაზიებს, თანაგრძნობის ელემენტებს, რადგან ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებსაც ამის თქვენ წინააღმდეგ გამოყენება შეუძლიათ.

რას უნდა მოვერიდოთ სავსემთვარეობისას?

მზესა და მთვარეს შორის დაძაბულობა სავსემთვარეობის დღეს ადამიანში განსაკუთრებით აღვიძებს მიწიერ ინსტიქტებს. ამ პერიოდში ადამიანები არიან ზედმედატ აგრესიულები, კოსმოსიდან მოდის უზარმაზარი ენერგია და ის მათ ავსებს. მაგრამ ადამიანები, რომლებიც, ზოგადად, ნაკლებენერგიული არიან ბუნებით, ასეთ დღეს უკეთესად იგრძნობენ თავს. თუ ძალიან დიდი ენერგია გაქვთ, მას კიდევ უზარმაზარი კოსმოსური ენერგია დაემატება, რომელიც, შესაძლოა, გადმოიფრქვეს გაღიზიანებაში, მოულოდნელი აგრესიის გამოვლენაში.

ზოგიერთმა ეს ენერგია შეიძლება გამოავლინოს კონფლიქტებში, შესაძლებელია ჩხუბიც. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ მძღოლები ავტომობილის საჭესთან.

ამიტომ ოთხშაბათს, 6 სექტემბერს დღე ყველამ უნდა გაატაროს სიფრთხილით, ყურადღებით, დაკვირვებით, არ აჰყვეს შესაძლო პროვოკაციებს, მეტი ყურადღება მიაქციოს საკუთარ ჯანმრთელობას. მით უფრო, რომ მზე ახლა ქალწულის ნიშანში გადის, ეს კი მედიცინის ნიშანია, რომელიც ჯანმრთელობის სფეროს მართავს. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ლიმფური კვანძების, ნაწლავური, სქესობრივი სფეროს მიმართ, რადგან გართულება ამ მხრივ არის შესაძლებელი. ყურადღებას მოითხოვს გულ-სისხლძარღვთა სისტემაც. ამიტომ ადამიანები, რომლებსაც ჯანმრთელობის ეს პრობლემები აქვთ, განსაკუთრებით ყურადღებიანი და ზომიერი უნდა იყვნენ, მით უფრო კვების კუთხით. მოწამვლის ალბათობა ამ დღეს იზრდება.

© AP Photo / Michael Probstმთვარე
Изображение, сделанное с длительным временем экспозиции, показывает восходящую луну во время частичного лунного затмения над Франкфуртом, Германия - Sputnik საქართველო
მთვარე

რით არის მნიშვნელოვანი 5 სექტემბერი?

გარდა ამისა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე — სამშაბათი, 5 სექტემბერი, სავსემთავრეობის წინა დღე. რით არის ის მნიშვნელოვანი? აქ მერკური ასრულებს რეტროგრადულ, ანუ უკუსვლას და დირექტული ხდება. რეტროგრადული მერკური გვაბრუნებდა უკან, ძველ იდეებთან, შეუსრულებელ მოვალეობებთან ან რაიმე დანაპირებთან. რეტროგრადული მერკური ქმნიდა საცობებს გზებზე, პრობლემებს კომუნიკაციებში, ნაწილობრივ არასწორ ინფორმაციას გვაწვდიდა.

ახლა მერკური სწორ მოძრაობას შეუდგება. ეს იმის მაჩვენებელია, რომ 5 სექტემბრიდან ურთიერთგაგება ადამიანებს შორის, საქმიანი პარტნიორების ჩათვლით, მკვეთრად იზრდება. იწყება კარგი პერიოდი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, განხორციელდეს იდეები, ადამიანებმა, ცალკეულმა ორგანიზაციებმა და ქვეყნებმა ადვილად გაუგონ ერთმანეთს. მოძრაობები და მოგზაურობები უფრო მშვიდი გახდება. ნაკლები იქნება ავარიული სიტუაციები და ა. შ. უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი ფაქტორი: ეს პერიოდი ადამიანებს დაგეგმილის განხორციელებისთვის დამატებით ძალას მისცემს.

რას გვკარნახობს მერკური?

მარსი ძალზე დინამიკურია, ის 5 სექტემბერს, თბილისის დროით 13:36 საათზე ქალწულის ნიშანში გადადის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან მარსი ქალწულის ნიშანში — შესანიშნავი ტექნიკური მონაცემებია. ადამიანები ბევრად უფრო მოწესრიგებულად იმუშავებენ, საქმეში იმატებს ორგანიზებულობა, დისციპლინა, შრომისმოყვარეობა. ქალწულის ეს თვისებები წინა პლანზე გამოვა. სისუფთავე და წესრიგი, მათ შორის საქმიან კონტაქტებში, ძალზე მნიშვნელოვანი იქნება.

ამ პერიოდში ყურადღების გამახვილებაა საჭირო საკუთარი ჯანმრთელობის გამტკიცებაზე. მაგალითად, მეტი ივარჯიშეთ, თუ დიეტა გჭირდებათ — კი, ბატონო! ძალიან კარგი დროა ამისთვის 6 სექტემბრის შემდეგ ორი კვირა, 20 სექტემბრამდე. ამ პერიოდში დისიმილაციური პროცესები, ასე ვთქვათ, ზედმეტი საკვები ნივთიერებების გამოდევნა ორგანიზმიდან ძლიერდება.

ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება

დინამიკური მარსი ქალწულის ნიშანში ყველასთვის გახსნის ახალ პერსპექტივებს და ცხოვრებას უფრო საინტერესოს გახდის. ბევრი ადამიანი ამ პერიოდში მოძებნის დამატებით შემოსავლის წყაროს და შეძლებს კოლექტივში ურთიერთობების ახლებურად აწყობას. ეს პერიოდი ხელსაყრელია ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და შემდგომი განვითარებისთვის — ბიზნესის, ახალი გეგმების, პროექტებისა და ურთიერთობების.

საკმაოდ წარმატებულად გადაიჭრება გაჩენილი პრობლემები და კონფლიქტები საერთაშორისო არენაზე. რაციონალურობა, კონსტრუქტივიზმი და პოზიტიური ურთიერთობები — ქალწულის ეს თვისებები უფრო და უფრო მეტად იჩენს თავს ნებისმიერ ადამიანში, იქნება ეს პრეზიდენტი თუ ქვეყანა, ან უბრალო მოსამსახურე.

სულიერებისა და კაცთმოყვარეობის საფუძვლები კარგი ბაზა იქნება როგორც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, ისე უბრალო ადამიანებს შორის რთული დაპირისპირებების მოსაგვარებლად. ეს პერიოდი ძალზე მნიშვნელოვანია და დაგვამახსოვრდება, როგორც პოზიტიური პერიოდი არა მხოლოდ მსოფლიო პოლიტიკისთვის, არამედ ასევე პირადი ურთიერთობებისთვის.

ეფექტური იქნება საინვესტიციო პროგრამების რეალიზება, შესამჩნევად გაიზრდება აქციების კურსი, სტაბილური გახდება სავალუტო ბაზარი. ეს მრავალი ადამიანისა და ორგანიზაციის საქმიანობისთვის ხელსაყრელი პერიოდია.

 

ყველა ახალი ამბავი
0