საქართველოში ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია უკრაინის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ავიაცია

გამოწერა
ტყის ხანძარს ებრძვის ცოცხალი ძალა და პარტნიორი ქვეყნების ავიაცია

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. თვითმფრინავი უკრაინიდან და ვერტმფრენები აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან, ასევე საქართველოდან ებრძვიან ხანძარს აბასთუმნის ტყეში, აღნიშნულია საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

© FB / Giorgi Mgebrishviliმღებრიშვილი საგანგებო შტაბის სხდომაზე აბასთუმანში
Глава МВД Грузии Георгий Мгебришвили на совещании полевого штаба в Абастумани  - Sputnik საქართველო
მღებრიშვილი საგანგებო შტაბის სხდომაზე აბასთუმანში

ხანძარი აბასთუმანთან ახლოს ტყეში სამშაბათს გაჩნდა. ავიაციის გარდა, ცეცხლის ჩაქრობაში ჩართულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს 1500-მდე თანამშრომელი. ტყეში გაიჭრა 5 კილომეტრამდე გზა და ხანძრის კერებთან შეყვანილია ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

ხანძარი ბორჯომის ტყეში - Sputnik საქართველო
ბიოლოგი: ნახანძრალი ტყის სრულფასოვან აღდგენას 80-100 წელი სჭირდება

შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ხუთშაბათს აბასთუმანში საველე შტაბში მორიგი თათბირი ჩაატარა, რომელსაც ესწრებოდნენ შსს-ს შესაბამისი ქვედანაყოფების ხელმძღვანელები და შტაბის სხვა წევრები. მათ აბასთუმნის ტყეში ხანძრის ლიკვიდაციის გეგმები და სტრატეგია განიხილეს.

"აბასთუმნის მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. საგანგებო შტაბი მუშაობას 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

© FB / Ministry of Internal Affairs of Georgiaგიორგი მღებრიშვილი ცეცხლის ჩაქრობის პროცესს ათვალიერებს
Глава МВД Грузии Георгий Мгебришвили осматривает ход работ по тушению лесного пожара  - Sputnik საქართველო
გიორგი მღებრიშვილი ცეცხლის ჩაქრობის პროცესს ათვალიერებს

ხანძრის ქრობის პროცესში აქტიურად ჩაერთო ავიაცია. ამ დროისთვის, ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში საქართველოს 2, აზერბაიჯანის 1 და თურქეთის 2 ვერტმფრენი, ასევე, უკრაინის სახანძრო-სამაშველო თვითმფრინავი მონაწილეობს.

"დილიდან ჩვენ უკვე პოზიტიური დინამიკა გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ღია ცეცხლის კერა ფაქტობრივად არის ჩამქრალი. ძალიან ეფექტურად მუშაობს ავიაცია და ცოცხალი ძალა. ჩვენ გვაქვს აწყობილი სრულად კავშირგაბმულობა. პირდაპირი კავშირი აქვთ ხმელეთიდან ავიაციასთან, ვერტმფრენებთან, რომლებსაც კონკრეტულ კოორდინირებას აძლევენ, თუ სად უნდა დაისხას წყალი", — განუცხადა მღებრიშვილმა ჟურნალისტებს.

© FB / Ministry of Internal Affairs of Georgiaხანძრის ლიკვიდაცია აბასთუმნის ტყეში
Ликвидация пожара в лесу близ Абастумани - Sputnik საქართველო
ხანძრის ლიკვიდაცია აბასთუმნის ტყეში

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარმა 5 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0