საქართველოში სასამართლომ ნახევარ წელიწადში ტელეფონის მოსმენის 255 ნებართვა გასცა

© Sputnik / Alexander Imedashviliგოგონა ტელეფონით საუბრობს
გოგონა ტელეფონით საუბრობს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე ხშირად ტელეფონის მოსმენაზე ნებართვას სამართალდამცველები თბილისში ითხოვენ

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა წლის პირველ ნახევარში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მობილური ტელეფონებისა და მათი ჩანაწერების ფარული მიყურადების 265 შუამდგომლობა განიხილეს, აქედან ათ შემთხვევაში უარი განაცხადეს.

სასამართლოებმა სრულად დააკმაყოფილეს 239 შუამდგომლობა მოსმენაზე, ხოლო ნაწილობრივ — 16, აღნიშნულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.

ყველაზე მეტი შუამდგომლობა ტელეფონების ფარული მოსმენის თაობაზე შევიდა თბილისიდან — 197. აქედან 182 დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო 12 — ნაწილობრივ.

კობა კობიძე - Sputnik საქართველო
„ფარული თვალთვალის“ სააგენტოს უფროსი დანიშნულია

რაოდენობით მეორე ადგილზეა ქუთაისი (25), ხოლო მესამეზე — ბათუმი (11).

მიმართვა სასამართლოსადმი მოსმენის ნებართვაზე გამოძიების ფარგლებში ძირითადად ეხებოდა საქმეებს თაღლითობაზე (47), გამოძალვაზე (36) და ქრთამის აღებაზე (26).

2014 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო შესწორებების პაკეტი, რომლითაც საგამოძიებო ორგანოებს დაუტოვა სასამართლოს გადაწყვეტილებით საიდუმლო თვალთვალისა და მიღებული მონაცემების შენახვის უფლება, მაგრამ ამ პროცესზე კონტროლი პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორს გადასცა. ინსპექტორის ინსტიტუტი დღემდე არსებობს — ის იღებს მოსმენების ფაილების ასლებს, ხოლო გაცნობის შემდეგ შლის მათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0