„ამ დღეებში იყო ბევრი წარმატება სპორტის კუთხით. იყო სამი მართლა ისტორიული გამარჯვება პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ერთდროულად ორი მსოფლიოს ჩემპიონი გვყავს — გენო პეტრიაშვილი და ზურა იაკობიშვილი. ვერცხლს დაეუფლა ჩეხეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე კანოისტი ზაზა ნადირაძე, რომელიც ასევე მიიწევს წინ და ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთ სპორტში, რომელიც არ არის მაინც და მაინც ტრადიციული საქართველოსთვის, ასეთი წარმატებული ადამიანი გვყავს"-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პარიზის მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ქართველმა მოჭიდავეებმა ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიგეს. ოქრო — გენო პეტრიაშვილმა (-125კგ), ზურაბ იაკობაშვილმა (-65 კგ) ბრინჯაო — ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (-61 კგ).
ქართველმა კანოისტმა ზაზა ნადირაძემ კი მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩეხეთის ქალაქ რაჩიცეში 200-მეტრიან დისტანციაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.