თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. თბილისში ზაფხულის თბილი ამინდი გრძელდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, შაბათს, 2 სექტემბერს თბილისში მზიანი და უღრუბლო ამინდი იქნება. ნალექის ალბათობა მინიმალურია.
მინიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება გამთენიისას, 07:00 საათზე — 20 გრადუსი, ხოლო მაღალი 16:00 საათისთვის — 33 გრადუსი. ქარი დედაქალაქში 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.
მზე 06:27 საათზე ამოვა და 19:33 საათზე ჩავა.
სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ!