უნდა გამოიყენონ თუ არა პარტიებმა ადმინისტრაციული რესურსი
„ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ უნდა მოხდეს არც მმართველი პარტიის და არც იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ, რომლებიც შეიძება თანამდებობაზე არიან, მიუწვდებათ ხელი ადმინისტრაციულ რესურსზე და თვითმართველობის არჩევნებში კანდიდატები არიან"- აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ცესკო-ს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოუყენებლობას ითვალისწინებს.