თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. რა მოხდებოდა, „სამეფო კარის თამაშების" პერსონაჟები ქართველები რომ ყოფილიყვნენ — ამის შესახებ დაფიქრდნენ ქართველი მარკეტოლოგები და საკულტო სერიალის გმირებს მათ ქართული ეროვნული კოსტიუმები ჩააცვეს.
ასეთი კრეატიული სვლა ქართული საკომუნიკაციო სააგენტო Marshall-ის თანამშრომლებმა მოიფიქრეს. თავშესაქცევი კოლაჟები მათ სააგენტოს ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნეს.
კიტ ჰარინგტონის პერსონაჟს ქართველმა მარკეტოლოგებმა ჯონ სნოუ-ქეთელაური უწოდეს, ღამის მეფეს თეთრი ჩოხა ჩააცვეს, ხოლო ტირიონ ლანისტერს — კინტოს სამოსი.
Marshall-ის ფანტაზიებში არია სტარკი — ხევსური ლამაზმანია, ხოლო მისი და სანსა სტარკი — ლამის თამარ მეფეა.
საყვარელ და ამაყ ქართველ ქალებად სერსეია ლანისტერი და დეიენერის ტარგარიენი იქცნენ.
ამ კვირაში „სამეფო კარის თამაშების" მეშვიდე სეზონის ფინალური ეპიზოდი გამოვიდა. მას მაყურებელთა რეკორდულმა რაოდენობამ — 16 მილიონმა უყურა.