თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ლიკანის პარკში ხანძარი მთლიანად ჩააქრეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ზე დაყრდნობით.
საქართველოს შსს-ს მეხანძრეები პარკის ტერიტორიაზე, სადაც ტორფი იწვოდა, პრაქტიკულად, მთელი ღამე იყვნენ მობილიზებული.
ლიკანის პარკი მალე ეროვნული პარკის სტატუსს მიიღებს და მთავრობის ჩანაფიქრით, პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად იქცევა. პარკი 45 ჰექტარს მოიცავს — ბაღსა და ტყეს.
ამავე დროს, ხანძარი გრძელდება აბასთუმნის ახლოს ტყეში. აქაც ცეცხლს მთელი ღამე ებრძოდნენ, გაიზარდა ცოცხალი ძალის რაოდენობა. ადგილზე იმყოფება შსს-სა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ათასზე მეტი თანამშრომელი.
უკრაინამ საქართველოში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თვითმფრინავი გამოაგზავნა. სპეციალურად ტყის ხანძრების ჩასაქრობად განკუთვნილი ვერტმფრენი An-32P წარწერით FIREKILLER ("ცეცხლის მკვლელი") ოთხშაბათ დილით ოდესიდან ბათუმში გამოფრინდა.
საქართველო 2017 წლის ზაფხულში ხანძრების სერიამ მოიცვა. განსაკუთრებით გახშირდა ტყის ხანძრები აგვისტოში. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში მოხდა, რომლის დროსაც 100 ჰექტარზე მეტი ტყის ფართობი დაიწვა.