კლიპი მეექვსმილიონე ტურისტით UNWTO-ს კონკურსზე მოხვდა

© FB / Makho Kipshidzeჯესპერ ბლეკი
ჯესპერ ბლეკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონკურსში 64 სახელმწიფო მონაწილეობს.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. კლიპი მეექვსმილიონე ტურისტით Dinner with Georgia გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონკურსზე (UNWTO) მოხვდა, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

ქართული სააგენტოს Windfor's-ის რეკლამას სახელწოდებით Dinner With Georgia (სადილი საქართველოსთან) კრეატიულობის კანის საერთაშორისო ფესტივალზე (Cannes Lions International Advertising Festival, IAF) წარმატება უკვე ხვდა წილად — ის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდა.

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის კონკურსში, საქართველოსთან ერთად 64 სახელმწიფო მონაწილეობს. ვიდეორგოლები UNWTO-ს ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული. ხმის მიცემა ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

ხმის მიცემა 11 სექტემბრამდე გაგრძელდება. გამარჯვებული ქვეყანა დაჯოლდოვდება გაეროს გენერალური ასამბლეას სხდომაზე, რომელიც ჩინეთში, ქალაქ ჩენდუში გაიმართება.

ვიდეორგოლში Dinner With Georgia ასახულია საქართველოში 2016 წელს მეექვსმილიონე ჰოლანდიელი ტურისტის ჯესპერ ბლეკის სტუმრობა. რეკლამაში ჯესპერს ხვდებიან როგორც საპატიო სტუმარს: პოლიციის ესკორტის თანხლებით ძვირადღირებული ავტომობილით მიჰყავთ, მისი ფოტო კი ფილარმონიის ეკრანზე ჩნდება. საპატიო სტუმარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთაწმინდის პარკში მდებარე რესტორანში სავახშმოდ ეპატიჟება, საიდანაც ღამის თბილისის საოცარი ხედები იშლება.

ვახშამზე ჯესპერს ეროვნულ ცეკვებსა და ქართულ მრავალხმიანობას, ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს აცნობენ და ქართული მეღვინეობის ისტორიის მცირე ექსკურსს უტარებენ. შემდეგ ჰოლანდიელი საქართველოს სხვადასხვა ულამაზეს კუთხეში — აჭარაში, კახეთში, მთის კურორტებზე მიდის სამოგზაუროდ და ტკბება ქართული ბუნების, ისტორიული ტაძრებისა თუ ძეგლების სილამაზით. ვიდეორგოლი ბლეკის აღიარებით სრულდება, რომ საქართველოს გაცნობა მის ცხოვრებაში ყველაზე საოცარი თავგადასავალი იყო.


ყველა ახალი ამბავი
0