რა საკითხებს განიხილავს საქართველოს დელეგაცია თურქმენეთში ?

© საქართველოს ეკონომიკის სამინისტროგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია ქართველი მწარმოებლების თურქმენეთის ბაზარზე დაშვების საკითხსაც განიხილავს, განუცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტელეკომპანია "იმედს"
რა საკითხებს განიხილავს საქართველოს დელეგაცია თურქმენეთში ?

„ამ ვიზიტის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერება მთავრობათაშორის შეთანხმებას სახმელეთო ტრანსპორტის მიმართულებით, რადგან იზრდება ქვეყნებს შორის მოთხოვნა სატრანზიტო გადაზიდვებზე"-აღნიშნა გიორგი გახარიამ.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, პრემიერ-მინისტრის მრჩევლები საგარეო ურთიერთობათა და ენერგეტიკის საკითხებში თედო ჯაფარიძე და გოგი ვაშაყმაძე იმყოფებიან.

ყველა ახალი ამბავი
0