დემირელის სახელობის კოლეჯს ავრტორიზაცია ჩამოართვეს

© FB/Колледж имени Демиреля დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დემირელის სახელობის თურქული კერძო კოლეჯის მოსწავლეებს სხვა სკოლებში გაანაწილებენ

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. დემირელის სახელობის თურქულ კერძო კოლეჯს ავტორიზაცია შეუჩერეს, ხელმძღვანელობამ სასწავლო დაწესებულების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

დემირელის სახელობის სკოლის პედაგოგები და მოსწავლეების მშობლები მომხდარს უკავშირებენ იმას, რომ 2017 წლის მაისში კოლეჯის თანამშრომელი მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქული მხარის თხოვნის საფუძველზე დააპატიმრეს. თურქეთში ემრე ჩაბუქს ბრალად ედება აშშ-ში მცხოვრები ოპოზიციონერი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის დახმარება, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.

მამანდე ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ ჩაბუქის დაკავება კოლეჯის მუშაობაზე არ აისახებოდა.

„დემირელის კოლეჯს ჰქონდა დარღვევები, თუმცა ამავდროულად ჰყავდა ძალიან კარგი მოსწავლეები და კომპეტენტური მასწავლებლები. ჩვენ ყველა პირობას შევქმნით, რომ მათი სხვა სკოლებში გადანაწილების პროცესი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ წარიმართოს. რამდენიმე კერძო სკოლასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, მათ უკვე გამოთქვეს მზაობა, რომ მიიღონ დემირელის კოლეჯის მოსწავლეები და მასწავლებლები. გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას უმოკლეს პერიოდში ვაცნობებთ", — აღნიშნა განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნატა ასათიანმა.

დროშები ევროპარლამენტის შენობის წინ სტრასბურგში - Sputnik საქართველო
ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, არ გადასცეს ჩაბუქი თურქეთს

თებერვალში განათლების სამინისტრომ ბათუმის რეფაიდინ შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს საქართველოს განათლების სისტემისთვის აღმოჩენილი შეუსაბამო სტანდარტების გამო ავტორიზაცია ჩამოართვა.

რეფაიდინ შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2016 წლის ივლისში მოექცა. მაშინ თურქეთის გენერალურმა კონსულმა საქართველოში იასინ თემისქანმა განაცხადა, რომ ამ და სხვა თურქულ სკოლებს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ფეთჰულა გიულენის ფონდი აფინანსებს. სკოლებში ეს ინფორმაცია უარყვეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0