აფეთქება თბილისში: ბოლო ცნობები

© Sputnik / Alexander Imedashviliაფეტქების შედეგები თბილისში
აფეტქების შედეგები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეზობლების განცხადებით, აფეთაქება მოხდა ბინაში, რომელიც მაღაზიის კედლის უკან მდებარეობდა - იქ წყლის გამაცხელებელი აფეთქდა.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ქავთარაძის ქუჩაზე კორპუსის პირველ სართულზე მომხდარი აფეთქების შედეგად დამწვრობები მიიღო, მძიმე მდგომარეობაშია, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.

ადგილობრივების თქმით, როდესაც მამაკაცი სააბაზანოში იმყოფებოდა, წყლის გამაცხელებელი აფეთქდა. აფეთქების ტალღამ მაღაზიის კედელი დაანგრია. დაზიანებულია მაღაზიის ქონება და საქონელი. ბინა, რომელშიც აფეთქება მოხდა, მთლიანად განადგურდა, ხოლო მეორე სართულზე ბინა ნაწილობრივ დაზიანდა.

© Sputnik / Alexander Imedashviliაფეთქება საცხოვრებელ კორპუსში გაისმა
Последствия взрыва газа в жилом доме в грузинской столице - Sputnik საქართველო
აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში გაისმა

„შემოყვანილია პაციენტი, რომელმაც, სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად სხეულის საერთო ზედაპირის 50%-ის მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობები მიიღო. მდგომარეობა მძიმეა. ამჟამად ის რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება", — განაცხადა ქაშიბაძემ.

ბინაში, რომელშიც აფეთქება მოხდა, დიდი ოჯახი ცხოვრობდა, მაგრამ ამ დროს იქ მხოლოდ ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რადგან დანარჩენები ქალაქგარეთ წავიდნენ.

მაღაზიის მეპატრონეები ზარალის კომპენსაციის მოთხოვნით აპირებენ კომპეტენტურ ორგანოებს მიმართონ, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.

აფეთქების ადგილზე შსს-ს თანამშრომლები მუშაობენ.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 240-ე მუხლით („უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას"), რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

ყველა ახალი ამბავი
0