თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. აფეთქება მოხდა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
აფეთქების შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი შესაძლოა ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები და პოლიციელები.