მომღერალი ხვიჩა კვარაცხელია - ფესტივალ „ასტანა დაუისის" პრიზიორია

© FB / Khvicha Kvaratskheliaხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ახალი ხმისა" და „Х-ფაქტორის" მონაწილე ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვში საკუთარი სოლო-კარიერით არის დაკავებული

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ქართველი შემსრულებელი ხვიჩა კვარაცხელია საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალ „ასტანა დაუისის" პრიზიორი გახდა.

ღონისძიება ცენტრალური საკონცერტო დარბაზ „ყაზახსტანის" სცენაზე გაიმართა, სადაც წარდგნენ ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნის არტისტები — საფრანგეთის, ნიდერლანდების, შვედეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, ალბანეთის, მოლდოვის, რუსეთის, უკრაინის, ბელარუსის, უზბეკეთის, ირანის, საქართველოსა და ყაზახეთის.

თითოეულ მათგანს მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დიპლომი და სამახსოვრო სტატუეტი გადაეცა.

ასტანას ერთ-ერთ სცენაზე წარდგნენ ისეთი არტისტები, როგორებიცაა გრიგორი ლეპსი, სვეტლანა ლობოდა, ბიანკა, ვილი უილიამსი, არაში და სხვები.

საქართველოს სახელით ფესტივალზე წარდგა 23 წლის მომღერალი ხვიჩა კვარაცხელია. ხვიჩამ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ქართულმა საზოგადეობამ ის „ახალი ხმისა" და „Х-ფაქტორის" პროექტებიდან გაიცნო.

ამჟამად ქართველი მომღერალი მოსკოვში საკუთარი სოლო-კარიერით არის დაკავებული.

ასტანაში ხვიჩამ ქეთი თოფურიას სიმღერა „გული გეფერებოდა" შეასრულა (კომპოზიტორი გიგა კვენეტაძე). სხვა შემსრულებლების მსგავსად ხვიჩას დიპლომი და სამახსოვრო სტატუეტი გადაეცა.

 

ყველა ახალი ამბავი
0