ნარმანია: სადგური „ახმეტელის თეატრი" უფრო მეტად გალამაზდა

© FB / Tbilisi City Hallდავით ნარმანია
დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, განახლებული მეტროსადგური "ახმეტელის თეატრი" გახსნა
ნარმანია: სადგური„ ახმეტელის თეატრი“ უფრო მეტად გალამაზდა

„სადგური უფრო მეტად გალამაზდა, მოწესრიგდა, აღიჭურვა თანამედროვე საშუალებებით, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთიან სათვალთვალო სისტემასთან არის მიერთებული. გარდა ამისა, ის ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმები, რაც აუცილებელია რომ გათვალისწინებული იყოს, დაცულია და ამ მიმართულებითაც მეტროსადგურის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის მოწესრიგებული",- განაცხადა დავით ნარმანიამ.

„ახმეტელის თეატრის" სადგურის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო. განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები. ასევე შეიცვალა მეტროსადგურში განთავსებული მიმართულების მაჩვენებლები. მოიხსნა სადგურში დამონტაჟებული პლასტიკატები. სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა ტენდერში გამარჯვებული კომპანია "დამბა".

 

ყველა ახალი ამბავი
0