თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ერევნის ერთ-ერთ საბილიარდო ბარში მამაკაცს ერთი საათის განმავლობაში ახალგაზრდა ქალი მძევლად ჰყავდა აყვანილი, იუწყება „Sputnik-სომხეთი".
ინციდენტი დღისით ერევანში მოხდა. სნაიპერის დახმარებით სომხეთის პოლიციამ მამაკაცის ნეიტრალიზება მოახდინა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით მისი გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი.
© photo: Sputnik / Asatur Yesayantsპოლიციამ მოკლა მამაკაცი, რომელსაც ერევანში მძევლად ახალგაზრდა ქალი ჰყავდა აყვანილი
პოლიციამ მოკლა მამაკაცი, რომელსაც ერევანში მძევლად ახალგაზრდა ქალი ჰყავდა აყვანილი
© photo: Sputnik / Asatur Yesayants
„მამაკაცს სნაიპერმა ესროლა, დაჭრილი სამედიცინო ცენტრ „ერებუნში" გადაიყვანეს, სადაც ის შემდგომ გარდაიცვალა", — განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.
ახალგაზრდა ქალი, რომელიც მძევლად იყო აყვანილი, სამედიცინო ცენტრ „ერებუნის" რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება. მას ყელზე დანით მიყენებული რამდენიმე ჭრილობა აქვს.
ინციდენტის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.