აშშ-ში ტეხასის შტატს დამანგრეველი ქარიშხალი „ჰარვი“ 27 აგვისტოს დაატყდა თავს და უზარმაზარი ზარალი მიაყენა მას. იხილეთ ფოტოლენტა სტიქიის ზონიდან.
ბოლო 12 წლის განმავლობაში „ჰარვი“ ყველაზე ძლიერი ქარიშხალი გამოდგა აშშ-ში. 2005 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანას ქარიშხალმა „კატრინამ“ გადაუარა და ქალაქი ნიუ-ორლეანი მნიშვნელოვნად დააზიანა, მსგავსი სტიქია ამერიკას არ განუცდია.

თანამგზავრიდან გადაღებული ფოტო - „ჰარვი“ ტეხასს უახლოვდება

დატბორილი სახლები ამერიკის სანაპირო დაცვამ ვერტმფრენიდან გადაიღო

ამოყირავებული ვერტმფრენი ფულტონის მახლობლად მდებარე აეროდრომზე

„ჰარვის“ მიერ დანგრეული საწყობი

„კრისტის კორპუსის“ მცხოვრები ცდილობს გზა გაიკვალოს დატბორილ ტერიტორიაზე

ქარიშხალმა შუქნიშნები მოწყვიტა და გზაზე ჩამოყარა

მამაკაცი ცდილობს, თავი აარიდოს ჰაერში მოფრიალე საგნებს და უსაფრთხოდ მიაღწიოს სახლამდე

ადგილობრივი მცხოვრები „ჰარვის“ მიერ დაგროვებული ნაგვის გატანას ცდილობს

„ჰარვიმ“ წყალდიდობა გამოიწვია, რომელმაც არაერთი ავტომობილი დააზიანა

დატბორილი ქალაქი როტპორტი, ტეხასის შტატი

ბარბარა კოსტერი „ჰარვისგან“ დანგრეული საკუთარი სახლის წინ

სასტუმრო Fairfield Inn „ჰარვის“ შემდეგ. ქალაქი როკპორტი, ტეხასი

მამაკაცი ჰიუსტონის დატბორილ ქუჩაში, ტეხასი

„ჰარვის“ ნაკვალევი როკპორტში

ლიზა რერი და მისი ოთხი წლის ვაჟი მაქსიმუსი „ჰარვიმ“ უსახლკაროდ დატოვა