მოძალადე გურუს ინდოეთში 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

© Fotobank.ru/Getty Images / EyesWideOpenტაჯ–მაჰალი ინდოეთში
ტაჯ–მაჰალი ინდოეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდა ამისა, რამ რაჰიმს ასევე ედება ბრალად, რომ მან 400 მამაკაცი აიძულა, კასტრაცია ჩაეტარებინათ "ღმერთთან უფრო დაახლოების" მოტივით.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. გავლენიან სულიერ ლიდერს, გურმიტ რამ რაჰიმ სინგხს, რომელსაც თანამიმდევრების გაუპატიურება ედებოდა ბრალად, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო "ფრანს პრესზე" დაყრდნობით.

გურუს ადვოკატებმა მანამდე განაცხადეს, რომ რამ რაჰიმს 10–წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. უწყების წარმომადგენლებმა ეს კომუნიკაციის პრობლემას დააბრალეს და განმარტეს, რომ 10 წელი თითოეულ შემთხვევაზე იყო გათვალისწინებული და საბოლოოდ 20 წელი გამოვიდა.

ეკლესია ზიმბაბვეში - Sputnik საქართველო
სამმა "შურისმაძიებელმა" ქალმა ღვთისმსახური გააუპატიურა

სასამართლოს სხდომა პოლიციის გაძლიერებული დაცვით გაიმართა, რადგან წინა სხდომაზე, ვერდიქტის გამოტანისას, რამდენიმე ქალაქში არეულობამ იფეთქა. ამას მოჰყვა მსხვერპლი – 38 ადამიანი, ასევე 250 დაშავდა.

საქმე რამ რაჰიმის წინააღმდეგ 2002 წელს დაიწყო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ და მასმედიამ მისი თანამიმდევარი ქალისგან ანონიმური წერილი მიიღო. ის გურუს გაუპატიურებაში სდებდა ბრალს და ასევე სხვა შემთხვევების შესახებაც იტყობინებოდა. გამომძიებლებმა იპოვეს ორი ქალი, რომლებმაც ანალოგიური ბრალდებები პირადად წამოაყენეს.

გარდა ამისა, რამ რაჰიმს ასევე ედება ბრალად 400 მამაკაცის იძულება, რომ მათ კასტრაცია ჩაეტარებინათ "ღმერთთან უფრო დაახლოების" მოტივით.

სულიერი თემი "დარა საჩა საუდრა" 1948 წელს დაარსდა. მასმედიის მონაცემებით, მას ინდოეთსა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში დაახლოებით 50 მილიონი მიმდევარი ჰყავს. რამ რაჰიმ სინგხი თემს სათავეში 1990 წელს ჩაუდგა. 2015 წლიდან ის უშვებს საკუთარ ფილმებს, რომლებშიც თავადაა გადაღებული და თავს კინემატოგრაფისტად წარმოადგენს. თავისი საქმიანობის პერიოდში რამ რაჰიმმა ქვეყანაში მნიშვნელოვანი გავლენა მოიპოვა, მიმდევრები მას "წმინდანს" უწოდებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0