გიორგი მღებრიშვილმა საველე შტაბში გვიან ღამით თათბირი გამართა

გამოწერა
თათბირის მონაწილეებმა შეხვედრაზე მომდევნო დღეების ახალი სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა  ბორჯომში, საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბში გვიან ღამით თათბირი გამართა, რომელზეც მომდევნო დღეების ახალი სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს, იუწყება შსს-ის პრესსამსახური.

„თათბირის მონაწილეებმა მომდევნო დღეების განმავლობაში განსახორციელებელ სამუშაოებზე იმსჯელეს და ძალების გადანაწილების ახალი გეგმა შეიმუშავეს“, — ნათქვამია განცხადებაში.

თათბირს ესწრებოდნენ შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები, თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროს, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილეს ბორჯომის ხეობაში არსებული ვითარება და ასევე შეაჯამეს და დღის მანძილზე განხორციელებული ღონისძიებები.

ყველა ახალი ამბავი
0