მარიამ ვარძელაშვილი: „ჩემი კლასელების 80 % მუსიკოსი გახდა“
მუსიკალურ ათწლედში თითქმის ყველამ იცოდა, რომ მუსიკოსი უნდა გამხდარიყო“- განუცხადა „Sputnik- საქართველოს“ მარიამ ვარძელაშვილმა.
მარიამ ვარძელაშვილი მუსიკალური ათწლედის შემდეგ, კონსერვატორიაში, პედაგოგ ნინო ქათამაძის კლასში სწავლობდა. 20 წლის იყო, როცა გადავიდა ამერიკაში, სადაც ბოულინგ გრინში ბაკალავრიატი და მაგისტრატურა დაამთავრა. ამის შემდეგ პარიზში, ვერსალის კონსერვატორიაში ისწავლა. მოგვიანებით კი ორწლიანი მაგისტრატურა ვენის კონსერვატორიაში გაიარა. დღეს ცხოვრობს და მოღვაწეობს ავსტრიაში.