გერმანიაში ექთანი 80–ზე მეტი ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

© Sputnik / Alexander Imedashviliსამედიცინო კლინიკა
სამედიცინო კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქის პოლიციის უფროსის განცხადებით, გამოძიების ამ ეტაპზე სპეციალურმა კომისიამ მკვლელობის 84 შემთხვევა დაადგინა

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. გერმანიაში ექთანი მამაკაცი 80–ზე მეტი ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ქვეყნის პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

უფრო ადრე ნილს ჰოგენი ორი პაციენტის მკვლელობისთვის გაასამართლეს, 2015 წლის თებერვალში მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. თავად ჰოგენი აცხადებდა, რომ დელმენჰორსტისა და ოლდენბურგის საავადმყოფოების რეანიმაციულ განყოფილებებში წამლების სასიკვდილო დოზის მიცემით მოკლა დაახლოებით 90 პაციენტი.

"გამოძიების ამ ეტაპზე სპეციალურმა კომისიამ მკვლელობის 84 შემთხვევა დაადგინა", – განაცხადა ქალაქ ოლდენბურგის პოლიციის შეფმა იოჰან კუმემ.

ჰოგელის დანაშაულებრივი ქმედებები პირველად კოლეგებმა 2005 წელს შენიშნეს. მაშინ ინექციის შემდეგ პაციენტი გადარჩა, ხოლო ჰოგელს შვიდნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ამ შემთხვევის შემდეგ ხელისუფლებამ რამდენიმე ცხედრის ექსჰუმაცია ჩაატარა და გამოარკვია, რომ მათში აღინიშნებოდა წამლების კვალი.

მკვლელმა აღიარა, რომ სასიკვდილო ინექციას იმიტომ აკეთებდა, რომ შემდეგ პაციენტები მდგომარეობიდან გამოეყვანა და თავისი კოლეგების წინაშე მხსნელის სახით წარმოჩენილიყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0