Vahtang-ა ასე უბერავს — რეი ჩარლზის სიმღერა ქართველი ბიტბოქსერის შესრულებით

გამოწერა

Vahtang — იგივე ვახტანგ კალანდაძე ლეგენდარული რეი ჩარლზის სიმღერა Hit the road Jack-ს ისე აზარტულად ასრულებს ბიტბოქსით, მართლა ვერ მოწყდებით.

ვახტანგ კალანდაძე 9 წლის იყო, როდესაც ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. იმ დროისათვის ბიჭი უკვე ავლენდა მუსიკალურ მიდრეკილებებს და რაღა თქმა უნდა, კარიერაც ამ მიმართულებით განავითარა.

დღეს Vahtang-ი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბიტბოქსერია რუსეთში და არა მხოლოდ. ის რუსეთის რვაგზისა და ევროპის ჩემპიონია ბიტბოქსში.

ყველა ახალი ამბავი
0