Batumi Music Fest-ის დამაარსებელმა, ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ Sputnik-ს უამბო, როგორ ჩატარდება წელს ღონისძიება, რომელიც პირველად იმართება იუნესკოს პატრონაჟით.
Batumi Music Fest-ი წელს ბათუმში 2-8 სექტემბერს ჩატარდება და პირველად ისტორიაში, ღონისძიება იუნესკოს პატრონაჟით მოეწყობა. ამის თაობაზე Sputnik-საქართველოს თავად ფესტივალის დამაარსებელმა პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ უამბო.
წელს რიგით მეხუთე, საიუბილეო ფესტივალის, Batumi Music Fest-ის საინფორმაციო პარტნიორი ახალი ამბების სააგენტო და რადიო Sputnik-საქართველო გახლავთ.