თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში ხანძარია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შსს-ში განმარტავენ, რომ ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. წინასწარი ცნობით, ცეცხლი ბალახს მოეკიდა.
„შაუმიანის ტერიტორიაზე არის გავრცელებული ერთი კერა, შეიძლება ორ კერადაც მოვიაზროთ. ერთი არის მთის წვერზე და მეორე ხევში ჩადის, ბუჩქნარს უკიდია. საგანგაშო არაფერია, 2 ბრიგადა არის უკვე მობილიზებული. სიტუაცია უკვე კონტროლს ექვემდებარება და მუშაობა მიდის როგორც მანქანებით, ისე ცოცხალი ძალითაც მუშაობენ. ადგილზე მობილიზებული არის ყველა საჭირო ძალა", — განაცხადა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ — გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ.