პრეზიდენტი სტუდენტებს გამოცდებში წარმატებებს ულოცავს

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს ცნობილი გახდა, რომ 2017 წელს 39 ათასამდე აბიტურიენტიდან სტუდენტი 28 176 გახდა.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღწეული წარმატება მიულოცა და საინტერესო სასწავლო წელი უსურვა.

"ძვირფასო სტუდენტებო, გულითადად გილოცავთ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღწეულ წარმატებას. იწყება ახლის შეცნობისა და ახალი გამოცდილების შეძენის პროცესი, რომელზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული თქვენი შესაძლებლობების განვითარება", – დაწერა პრეზიდენტმა თავის ფეისბუქგვერდზე.

გამოცდაზე - Sputnik საქართველო
პოპულარული სპეციალობები აბიტურიენტებისთვის 2017 წელს

მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ მიღებულ ცოდნას სტუდენტები საქართველოს წინსვლისთვის გამოიყენებენ.

"ღრმად მწამს, რომ სტუდენტობის პერიოდში მიღებულ ცოდნას და შესაძლებლობებს ჩვენი საზოგადოების განვითარების, ქვეყნის კეთილდღეობისა და წინსვლისათვის გამოიყენებთ", – აღნიშნა ქვეყნის მეთაურმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ 2017 წელს 39 ათასამდე აბიტურიენტიდან სტუდენტი 28 176 გახდა. ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მისი თქმით, 2017 წლის ეროვნულ გამოცდაზე 100%-იანი დაფინანსება 1009 აბიტურიენტმა მოიპოვა, 70%-იანი — 1457-მა, 50%-იანი დაფინანსება — 4081 სტუდენტმა. ე.წ. უფასო სწავლებაზე კი 4051 სტუდენტი ჩაირიცხა. 363–მა აბიტურიენტმა გამოცდების ბარიერი გადალახა, მაგრამ ვერსად ჩაირიცხა.

"დღეს 13:00 საათზე გამოქვეყნდა ჩარიცხვის შედეგები… ყველა სტუდენტს ვულოცავ ამ წარმატებას. 39 ათასი აბიტურიენტიდან 28 ათასზე მეტი სტუდენტი გახდა… ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე 2017 წელს 4051- სტუდენტი სახელმწიფოს ხარჯზე ისწავლის და სრულად დაფინანსდება", – განაცხადა მიმინოშვილმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 3-26 ივლისს ჩატარდა ქვეყნის 22 საგამოცდო ცენტრში. მინამალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა და უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა ვერ შეძლო აბიტურიენტთა 15%-მა.

 

ყველა ახალი ამბავი
0