თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის ქალაქ სანრაისში (ფლორიდას შტატი) პოლიციის მოიერიშე ჯგუფმა შეარაღებული ქალი მოკლა, რომელიც მანამდე თვითმკვლელობით იმუქრებოდა, იუწყება Риа Новости სააგენტო ABC News-ზე დაყრდნობით.
პოლიციის მონაცემებით, 28 წლის ქალი ბინაში იყო ჩაკეტილი. სამართალდამცველებმა მასთან კონტაქტი დაამყარეს. გარკვეულ მომენტში ქალმა მათთან ურთიერთობა შეწყვიტა და ისინი იერიშზე გადავიდნენ.
როდესაც პოლიციელებმა კარი შეამტვრიეს, ქალი მათ შეიარარებული დახვდათ. მათ მისი მისამართით ცეცხლი გახსნეს. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სანრაიზის პოლიციამ მხარის შერიფს ინციდენტის გამოძიების თხოვნით მიმართა.