თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. იტალიის ალპებში, ეროვნულ პარკ Ademello Brenta-ში სამი ალპინისტი დაიღუპა, იუწყება Риа Новости სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით.
ცხრა ალპინისტი თოკით იყო გადაბმული, ორი მათგანი მყინვარის ნაპრალში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა. მესამე ალპინისტის დაღუპვის მიზეზი არ სახელდება, თუმცა მაშველებმა მას დახმარება აღმოუჩინეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოგვიანებით ის მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავსტრიაში კვირას, უბედური შემთხვევის გამო, ზალცბურგის მთებში ხუთი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა.