თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. აუტანელი სიცხეები აგვოსტოს ბოლო დღეებში თბილისში მოსალოდნელი არ არის.
თბილისში საშუალოდ 30 გრადუსი სითბო იქნება.
მზის ამოსვლა — 6:22 საათზე. დღე მზიანი და ნათელი იქნება.
ყველაზე მეტი სიცხე 14:00-16:00 საათის პერიოდში იქნება — ჰაერის ტემპერატურა 31-35 გრადუსი სითბო იქნება.
მზის ჩასვლა — 19:40 საათზე. საღამოს აგრილდება, ცა მოწმენდილი იქნება.