თურქეთის სანაპიროსთან სატვირთო გემი შუაზე გაიპო

© photo: Sputnik / Семен Апасов / გადასვლა მედიაბანკშიგემი ზღვაში
გემი ზღვაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შავ ზღვაში კატასტროფის შედეგად სატვირთო გემზე არავინ დაშავებულა

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. თურქეთის სანაპიროსთან სატვირთო ხომალდი შუაზე გაიპო და ჩაძირვა დაიწყო, იუწყება „რუსთავი 2".

მონღოლეთის დროშით მცურავი გემის ბორტზე ეკიპაჟის 11 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი გადაარჩინეს.

გავრცელებული ცნობით, 114 მ სიგრძის სატვირთო ხომალდი, რომელიც 1975 წელსაა აგებული, სტამბულში სარემონტო სამუშაოებისთვის მიემგზავრებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0