უნიკალური აღმოჩენა სოფელ ვაშლობში

© Fotolia/ Sebastian Corneanuარქეოლოგიური გათხრები
არქეოლოგიური გათხრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
უნიკალური აღმოჩენა - სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ფასანაურთან ახლოს, სოფელ ვაშლობში შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს, იუწყება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ექსპედიციის შედეგად, ფასანაურთან ახლოს, სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს.

სამნავიანი ბაზილიკის ტიპის ნაგებობის ნაშთები აქ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც სვეტის ირგვლივ ტერიტორია გაიწმინდა და გაითხარა.

სამნავიანი ბაზილიკა სავარაუდოდ ამაღლების დღესასწაულის სახელს ატარებს.

გადმოცემის თანახმად, როგორც ადგილობრივები ჰყვებიან წინა საუკუნის დასაწყისში მიწის ზემოთ შემორჩენილ ნაწილში ღვთისსმსახურება აღევლინებოდა. წლების განმავლობაში კი უყურადღებოდ დატოვებული ეკლესია, დროთა განმავლობაში მიწით და ხემცენარეებით დაიფარა.

"არის ძალიან მაღალი დონის არქიტექტურა, რაც მაინცდამაინც არ არის დამახასიათებელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთისათვის. ეს არის მაღალი დონის ქრისტიანული არქიტექტურა, დახვეწილი პროპორციებით, არქიტექტურული დეტალებით. ეს გამორჩეული და გარკვეულ წილად უნიკალური ძეგლია აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთისათვის", — განაცხადა ექსპედიციის ხელმძღვანელმა გიორგი ლაღიაშვილმა.

არქეოლოგების ჯგუფი ტერიტორიაზე დაახლოებით ერთ თვის განმავლობაში მუშაობდა. სამუშაოების შედეგად აქ უკვე იკითხება ტაძრის ძირითადი მოხაზულობა და კონტურები.

ყველა ახალი ამბავი
0