მაია ცირამუა: ხშირად ის, რაც აბედნიერებს მშობელს არ აბედნიერებს ბავშვს
„ხშირად ის, რაც აბედნიერებს მშობელს არ აბედნიერებს ბავშვს. ჩვენს საზოგადოებაში ხშირად მშობელი არის ძალიან დიდი სოციალური შეკვეთის ქვეშ. ამ შეკვეთაში იგულისხმება ის, რომ სხვების მოწოდებით ის აუცილებლად უნდა იყო მკაცრი ბავშვის მიმართ“, ამბობს ცირამუა.
ფსიქოლოგის თქმით ბავშვის დამოუკიდებლად აღზრდის სტილს განსაზღვრავს კონტროლი და ზრუნვა. კონტროლში იგი არ გულისხმობს თვალთვალს, დევნას, კონტროლში გულისხმობს პასუხისმგებლობას, რომელიც ეკისრება ბავშვს საკუთარი ასაკიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე.