ჯვრის უღელტეხილზე ტრაილერი ამობრუნდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსატვირთო ტრაილერი
სატვირთო ტრაილერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრაილერის მძღოლს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიღებული.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გუდაურში, ჯვრის უღელტეხილზე, იუწყება ტელეკომპანია "იმედი".

თბილისიდან გუდაურისკენ მიმავალი ტრაილერის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა.

ავარიის შედეგად მძღოლმა მრავლობითი დაზიანებები მიიღო. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

ყველა ახალი ამბავი
0