თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (–125 კგ) პარიზში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა.
ნახვარფინალში ქართველმა ფალავანმა ლევან ბერიანიძე დაამარცხა (12:2), რომელიც სომხეთის ნაკრებში ასპარეზობს.
ფინალში პეტრიაშვილი თურქ ტაჰა აქგულს დაუპირისპირდება.