თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ზაფხულის ბოლო კვირადღეს ბათუმში მზიანი ამინდი იქნება, მსურველები წარმავალი ზაფხულის სითბოთი დატკბებიან.
დილიდან ბათუმში მოღრუბლული ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა 21 გრადუსი იქნება.
მზის ამოსვლა ბათუმში — 06:33 საათზე.
დილის 08:00 საათიდან გამოიდარებს. დღისით წვიმა მოსალოდნელი არ არის, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა — 28 გრადუსი სითბო.
მზის ჩასვლა — 19:55 საათზე. ამ დროს მოიღრუბლება, თუმცა ულამაზეს ბათუმს ეს მაინც ვერაფერს დააკლებს.