ბულგარეთში მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოიყარეს თავი პეტრე დინოვის მიმდევარმა, „თეთრი საძმოს“ წევრებმა, რათა ღვთიური ახალი წლის დადგომა ეზეიმათ.
ტრადიციის მიხედვით „თეთრი საძმო“ ყოველწლიურად, 19 აგვისტოს იკრიბება რილის შვიდი ტბიდან ერთ-ერთთან, რათა მზის ამოსვლას შეეგებნენ და პანევრიტმია შეასრულონ, ანუ ცეკვა, რომელიც ბუნებასთან, ღმერთთან და სამყაროსთან ჰარმონიისადმი სწრაფვას განასახიერებს.
პეტრე დინოვი გახლავთ ფუძემდებელი რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლებისა. „თეთრ საძმოს“ მიჩნია, რომ რილის შვიდი ტბა ადამიანის ენერგეტიკულ ჩაკრებთანაა კავშირში. ამიტომ რიტუალური ცეკვისას კონცენტრიკულ წრეებად განლაგდებიან.