საქართველოს კონსტიტუციის დღე „მყინვარწვერზე" აღნიშნეს

© FB/საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასაზოგადოება „აისი“, კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი ასვლა მყინვარწვერზე
საზოგადოება „აისი“, კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი ასვლა მყინვარწვერზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბორჯომის ხეობაში მომხდარი ხანძრის გამო,საქართველოს კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი მიღება აღარ გაიმართება.

თბილისი, 24 აგვისტო —Sputnik.  საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „აისი“ კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით ლაშქრობა მოაწყო, მწვერვალი,,მყინვარწვერი“ დალაშქრა, მწვერვალზე საქართველოს დროშა აღმართა და საქართველოს მოსახლეობას მწვერვალიდან მიულოცა კონსტიტუციის დღე, — იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

© FB/საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამყინვარწვერი
მყინვარწვერი - Sputnik საქართველო
მყინვარწვერი

 

ზუსტად 22 წლის წინ საქართველოს პარლამენტმა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველი კონსტიტუციის ტექსტი დაამტკიცა. 1991 წლის 24 აგვისტოს მიღებული კონსტიტუციის დედანი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ინახება.
როგორც ცნობილია, ბორჯომის ხეობაში ხანძრის გამო, საქართველოს კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი მიღება აღარ გაიმართება.  აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ერთობლივად მიიღეს.

ყველა ახალი ამბავი
0