თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. უკრაინის დამოუკიდებლობის დღის ზეიმზე აფეთქება მოხდა, იუწყება РИА Украина.
სააგენტოს ცნობით, აფეთქება მთავრობის სახლსა და სტადიონ "დინამოს" შორის მოხდა.
У Києві поблизу Кабміну стався вибух: двоє людей постраждалиhttps://t.co/iUEgA1WLtq
— Hromadske.UA (@HromadskeUA) 24 августа 2017 г.
"14:06 (თბილისის დროით 15:06) საათზე მორიგე ნაწილში შემოვიდა შეტყობინება გრუშევსკის ქუჩაზე უცნობი საგნის აფეთქების შესახებ. შედეგად სხეულის დაზიანებები მიიღეს მამაკაცმა და ქალმა. ადგილზე მუშაობენ საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი და ასაფეთქებელი მოწყობილობების ექსპერტები", — აღნიშნულია ქალაქის პოლიციის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ადგილზე მივიდნენ უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები, სასწრაფო დახმარება, ასევე ეროვნული პოლიციის თავმჯდომარე სერგეი კნიაზევი.
პოლიცია მომხდარის შესახებ ვითარებებს არკვევს. ზუსტდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.