თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელი ზემო თვალივის მიმდებარე ტერიტორიაზე საძოვრებს ცეცხლი უკიდია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სააგენტო აცხადებს, რომ ხანძარი ორ ჰექტარზეა გავრცელებული და ეს ზუსტად ის ადგილია, სადაც გუშინ გაჩნდა ცეცხლი. თუმცა ახლა მხოლოდ ხანძრის მცირე კერებია წარმოშობილი.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.