სვანეთში უნგრელი ტურისტი დაიღუპა

© Photo: Courtesy of Elisabet Zhudroთეთნულდის მთა
თეთნულდის მთა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურისტი ლოდმა იმსხვერპლა, რომელიც ჭალაადის მყინვარს მოწყდა და მას თავში მოხვდა.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. ტურისტი უნგრეთიდან, რომელიც საქართველოში მოგზაურობდა, მესტიის რაიონში დაიღუპა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

უნგრეთისა და საქართველოს მედიის ინფორმაციით, უნგრეთის მოქალაქე 30 წლის იყო. ტურისტთა ჯგუფთან ერთად ის ჭალაადის მყინვარზე იმყოფებოდა და ქვათაცვენაში მოყვა. ტურისტი ლოდმა იმსხვერპლა, რომელიც მყინვარს მოწყდა და მას თავში მოხვდა.

ლოდის მოწყვეტის შედეგად უნგრელმა ტურისტმა თავის მძიმე ტრავმა მიიღო. ჯგუფის დანარჩენი წევრები არ დაშავებულან.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 116-ე მუხლით „სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით", რაც ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით 5 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0