"ბავშვი მძღოლი" და კინო თბილისში: რა ვნახოთ 24-27 აგვისტოს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ერთ-ერთ კინოთეატრში
თბილისის ერთ-ერთ კინოთეატრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტიტების რომანტიული ციებ-ცხელება და შეყვარებული თავზეხელაღებული მძღოლი-ბავშვი - "Sputnik-საქართველო" განაგრძობს ყველაზე ცხელი კინოპრემიერებისა და საინტერესო ფილმების ტრადიციულ მიმოხილვას, რომელთა გამოტოვებაც არ ღირს.

24 აგვისტოს თბილისის კინოთეატრებში შეგიძლიათ ნახოთ:

"„ტიტების ციებ-ცხელება" (Tulip Fever) — რეჟისორ ჯასტინ ჩადვიკის ბრიტანულ-ამერიკული დრამა. ფილმი მოგვითხრობს ნიდერლანდებში XVII საუკუნეში მომხდარი ამბების შესახებ, როდესაც ქვეყანაში ტიტების ბუმი მოხდა. ახალგაზრდა ლამაზმანი სოფია თავისი ნების წინააღმდეგ მდიდარ, მაგრამ უკვე არც ისე ახალგაზრდა ბრიუგერ კორნელიუსზე თხოვდება. მდიდარ ბრიუგერს სურს აღბეჭდოს ახლადშერთული მეუღლის მშვენიერება და სახლში მხატვარ ჟანს მოიწვევს. ახალგაზრდა მხატვარს უყვარდება სოფია და გოგონა მას იგივე გრძნობით პასუხობს. მალე ისინი კორნელიუსისგან გაქცევის ავანტიურულ გეგმას შეიმუშავებენ, რათა ერთად ბედნიერები იყონ. მთავარ როლებში — ალისია ვიკანდერი, დეინ დეჰაანი და ქრისტოფ ვალცი.

საინტერესო ფაქტები: მიუხედავად იმისა, რომ მოვლენები ნიდერლანდებში ვითარდება, ფილმი გადაღებულია დიდ ბრიტანეთში. თავიდან ფილმში უნდა ეთამაშათ კირა ნაითლისა და ჯუდ ლოუს.

„მძღოლი ბავშვი" (Baby Driver) — რეჟისორ ედგარ რაიტის ამერიკული კომედიური ბოევიკი. მთავარ როლებში: ენსელ ელგორტი, ლილი ჯეიმსი და კევინ სპეისი. მძღოლი მეტსახელად „ბავშვი" მუშაობს „დოკზე", კრიმინალურ ლიდერზე, რომელიც შეიარაღებული ძარცვებით დაკავებულ ბანდას ხელმძღვანელობს. ბავშვობაში „ბავშვი" ავარიაში მოხვდა, რომლის დროს დაიღუპნენ მისი მშობლები, მას კი ყურებში წუილი დარჩა, რომელსაც ის მუსიკით ახშობს. ერთხელ ის ოცნების გოგონას შეხვდება და კრიმინალურ სამყაროსთან კავშირის გაწყვეტაზე დაფიქრდება. კრიმინალური ბოსი დოკი „ბავშვს" საბოლოო საქმეში ჩართავს და პირობას მისცემს, რომ ოპერაციის შესრულების შემდეგ „ბავშვი" თავისუფალი გახდება. მაგრამ წარუმატებელი ძარცვა საფრთხის ქვეშ დააყენებს „ბავშვის" სიცოცხლეს, სიყვარულსა და თავისუფლებას.

გასული კვირიდან თბილისის ეკრანებზე გამოვიდა ამერიკული კომედიური კომპიუტერულ-ანიმაციური ფილმი „ემოჯი ფილმი" (The Emoji Movie) და პატრიკ ჰიუზის კომედიური ბოევიკი „ქილერის მცველი" (The Hitman's Bodyguard) რაიან რეინოლდსისა და სემუელ ელ ჯექსონის მონაწილეობით.

ასევე თბილისის კინოთეტარებში — შვედი რეჟისორის, დევიდ სანდბერგის საშინელებათა ფილმი „ანაბელის წყევლა: დასაწყისი", ლიუკ ბესონის ფანტასტიკური ფილმი „ვალერიანი და ათასი პლანეტის ქალაქი", დანიელი რეჟისორის, ნიკოლაი არსელის ფანტასტიკური ფილმი „ბნელი კოშკი", ჯაშუშური ტრილერი „ფეთქებადი აგენტი", კრისტოფერ ნოლანის სამხედრო დრამა „დიუნკერკი".

მულტფილმები: „პატარა გოლიათი" და „საზიზღარი მე 3"

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0