ირმა ხარშილაძე: მოგზაურობა ჩემთვის სასიცოცხლო ენერგიის მომცემია
„ჩემთვის მოგზაურობა უბრალოდ გატაცება არ არის, ეს ჩემთვის სასიცოცხლო ენერგიის მომცემია. თუ სამოგზაუროდ არ მივდივარ ვარ აბსოლუტურად უუნარო, ვერაფერს ხარისხიან და ხეირიანს ვერ ვაკეთებ“, ამბობს ხარშილაძე.
ჟურნალისტის თქმით, მოგზაურობის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება მშობლების დამსახურებით ჩამოუყალიბდა, რადგან მშობლებს ხშირად დაყავდათ იგი სამოგზაუროდ. ქალბატონი ირმას განცხადებით ბავშვობიდან მოყოლებული, მოგზაურობასთან დაკავშირებული მოგონებების მთელი სკივრი აქვს შემონახული.