პატრიარქმა ილია მეორემ მეხანძრე მაშველებს ტკბილეული გაუგზავნა

© FB / Tato Kuchavaტკბილეული პატრიარქისგან
ტკბილეული პატრიარქისგან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 400 მეხანძრე, 100 მეტყევე და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელია ჩართული.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც ბორჯომის ტყეში ხანძარს ებრძვიან, ტკბილეული გაუგზავნა.

ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე შსს-ის პრესსამსახურის თანამშრომელმა ტატო კუჭავამ გაავრცელა საკუთარი ფეისბუქგვერდით.

გარდა ამისა, ილია მეორემ ბორჯომის ხეობაში ასევე წარგზავნა რვა მაღალი რანგის ღვთისმსახური, რომლებმაც წირვა-ლოცვა აღავლინეს ბორჯომის  წმინდა გიორგი სახელობის ტაძარში.

წირვას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც, რომელმაც მადლობა გადაუხადა მეუფეებსა და პატრიარქს.

მისი თქმით, ახლა ეს ლოცვა და დახმარება ფრიად მნიშვნელოვანია, და გამოთქვა რწმენა, რომ წინააღმდეგობები აუცილებლად დაიძლევა. 

აღსანიშნავია, რომ წუხელ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მრევლს ლოცვისა და მარხვისკენ მოუწოდა. 

ყველა ახალი ამბავი
0