დღეს დილიდან ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაობი გაგრძელდა და ვერტმფრენებმაც განაახლეს სტიქიასთან ბრძოლა.
ამ დროისათვის ცეცხლს სამი ვერტმფრენიდან აქრობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ მალე შეუერთდება თურქეთიდან გამოგზავნილი ორი საფრენი აპარატიც.
იხილეთ თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეოკადრები, როგორ იღებს ვერტმფრენი წყალს მდინარიდან.