ხანძარი ბორჯომის ტყე-პარკში 20 აგვისტოს გაჩნდა. ვითარებას მეხანძრეებისთვის რთული რელიეფი, ქარი და მშრალი ამინდი ართულებს.
ბოლო ინფორმაციით, მთლიანობაში დაიწვა 12 ჰექტარი ტყე. მუშაობს საგანგებო შტაბი, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობს. ადგილზე იმყოფებიან მთავრობის წევრებიც.
Sputnik-საქართველოს კორესპონდენტმა თეონა გოგნიაშვილმა ბორჯომში ამ წუთებისთვის არსებული ვითარება ფოტოებზე აღბეჭდა, რომელთაც ახლა მკითხველს ვთავაზობთ.