ჩხოროწყუში მსოფლიო კულინარიული რეკორდი დამყარდა

© თინათინ ბუკიარეკორდსმენი ელარჯი
რეკორდსმენი ელარჯი - Sputnik საქართველო
გამოწერა

თინათინ ბუკია

საქართველოში მსოფლიო კულინარიული რეკორდი დამყარდა: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ახუთში ყველაზე გრძელი ელარჯი მომზადდა. შედეგი საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დააფიქსირა.
ელარჯის რეკორდი ყველის ფესტივალის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, 22 აგვისტოს სოფელ ახუთში გაიმართა კუხალეიშვილების ისტორიული, სამასწლოვანი ოდის ეზოში.
შეგახსენებთ, რომ კულინარიული რეკორდების დამყარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ამა თუ იმ ეროვნული კერძის პოპულარიზაციას ემსახურება. საქართველოში მსგავსი რეკორდი აქამდე არასდროს დამყარებულა.
რეკორდსმენი ელარჯის სიგრძე 14 მეტრი და 80 სანტიმეტრია, სიგანე — 35 სმ. ფართობი 5, 18 კვ მეტრი. მის დამზადებაზე დაიხარჯა 75 კგ ყველი.
საქართველოს რეკორდების ფედერაციამ  ელარჯის "ავტორებს" რეკორდის დამადასტურებული დიპლომი გადასცა.

ყველა ახალი ამბავი
0