თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. დონის როსტოვში კერძო სექტორში მომხდარი ხანძრის გამო, საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ქალაქის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
ორშაბათ დილას, დონის როსტოვის ცენტრის მახლობლად თეატრალურ დაღმართზე მდებარე რამდენიმე კერძო სახლს მოედო. ხანძარი ნიჟეგოროდის ქუჩაზე ერთ-ერთ სახლს გაუჩნდა და შემდეგ სხვა სახლებზე გადავიდა.
ქალაქის მერმა ვიტალი კუშნარევმა ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა თავი შეიკავონ ავტომანქანით გადაადგილებისგან ხანძარმოდებულ რაიონში.
ხანძრის შედეგად 20 ადამიანი დაზარალდა. მათგან სამი ჰოსპიტალიზებულია.
ბოლო მონაცემებით, ხანძარმა 20 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობი მოიცვა და მას 9 ერთეული საავიაციო ბორტი აქრობს. ცეცხლს მოცული აქვს 30-მდე სახლი და ქალაქში შემოღებულია საგანგებო რეჟიმი. დაზარალებულთათვის დროებითი განთავსების ექვსი პუნქტი გაიხსნა სადაც უკვე ევაკუირებულია 560 ადამიანი.