Woolen Stories – ქართული წარმოების ჩანთები დახვეწილი და გემოვნებიანი ქალბატონებისთვის

© ვიკა სიმონიანის პირადი არქივივიკა სიმონიანი
ვიკა სიმონიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა

ვიკა სიმონიანი 23 წლის დიზაინერია. ქართულ ბაზარზე მის მიერ შექმნილი ჩანთების ბრენდი Woolen Stories სულ ახლახან გამოჩნდა. დახვეწილი, სადა, ორიგინალური ჩანთები ქართველმა მომხმარებელმა ძალიან კარგად მიიღო და მოიწონა. შესაბამისად, ბრენდი პოპულარული გახდა.

ბრენდის შექმნის იდეა ვიკას ორსულობის დროს დაებადა, როცა ძალიან ბევრი თავისუფალი დრო გაუჩნდა. მისი თქმით, მეუღლისგან, ოჯახის წევრებისგან, ახლობლებისგან დიდ მხარდაჭერასა და ოპტიმისტურ განწყობას გრძნობდა, რაც ხელს უწყობდა მის წინსვლასა და განვითარებას.

© ვიკა სიმონიანის პირადი არქივივიკა სიმონიანის ნაქსოვი ჩანთა
ვიკა სიმონიანის ნაქსოვი ჩანთა - Sputnik საქართველო
ვიკა სიმონიანის ნაქსოვი ჩანთა

— დიზაინის მიმართულებით ინტერესი ბავშობიდანვე მქონდა. ყოველთვის ვიცოდი, რა მინდოდა. თავისუფალ დროს ხატვაში, კერვასა და აქსესუარების შექმნაში ვატარებდი. ჩემი ოცნება იყო, რომ გავმხდარიყავი ცნობილი დიზაინერი და ჩემი სამოსი ყველასთვის ცნობილი და სასურველი ყოფილიყო; მიმეღო მონაწილეობა ჩვენებებში და ვყოფილიყავი აქტიური მონაწილე მოდის ინდუსტრიაში.

— როდის და რატომ გადაწყვიტეთ ხელნაკეთი ჩანთების შექმნა?

— ბრენდის ჩამოყალიბების იდეა ორსულობისას მომივიდა. წოლითი რეჟიმი მქონდა, ამიტომ ფიქრისთვის უზარმაზარი დრო მრჩებოდა. თავიდან ქუდებისა და კაშნეების ქსოვა დავიწყე, რაშიც ძალიან მეხმარებოდა დედა. Instagram-ის დამსახურებით ხალხმა გაიცნო ჩემი პროდუქცია და დიდი მოწონებაც დავიმსახურე. ამან სტიმული შემმატა და ახალი იდეების ჩამოყალიბებაში დამეხმარა. მაშინ მომივიდა ჩანთების მოქსოვის იდეა. იმის მიუხედავად, რომ ყაისნაღი ხელში არასდროს მჭერია, მაინც გადავწყვიტე, მეცადა. ამაში ვიდეოპორტალი YouTube და ჩემი დედამთილი დამეხმარნენ. ასე ჩამოვაყალიბე Woolen Stories.

© ვიკა სიმონიანის პირადი არქივივიკა სიმონიანი: შავი და შინდისფერი ჩანთები მომხმარებლის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს
ვიკა სიმონიანის ნაქსოვი ჩანთა - Sputnik საქართველო
ვიკა სიმონიანი: შავი და შინდისფერი ჩანთები მომხმარებლის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს

— როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები?

— ძალიან სასიამოვნო და დასამახსოვრებელი. პირველ ჩანთას ზუსტად ერთი კვირა მოვანდომე, რადგან მინდოდა, სრულყოფილი ყოფილიყო. დაუზარელად ვქსოვდი და ვშლიდი იქამდე, სანამ ის შედეგი არ მივიღე, რაც მე მინდოდა. ჩემი შექმნილი პროდუქტის მიმართ ყოველთვის კრიტიკული ვარ, ამიტომ ვცდილობ, ყველა მომდევნო, ახალი ნივთი უფრო დავხვეწო და უფრო მიმზიდველი გავხადო.

— სანამ წარმატებას მიაღწევდით ბევრი სირთულის გადალახვა მოგიხდათ?

— სირთულეები, რა თქმა უნდა, იყო. მაგრამ ის სირთულეები, რაც წინ მხვდებოდა, ყოველთვის მაძლევდა ბიძგს წინსვლაში და მეხმარებოდა განვითარებაში.

© ვიკა სიმონიანის პირადი არქივივიკა სიმონიანი: ვცდილობ, ყველა მომდევნო, ახალი ნივთი უფრო დავხვეწო და უფრო მიმზიდველი გავხადო
ვიკა სიმონიანის ნაქსოვი ჩანთა - Sputnik საქართველო
ვიკა სიმონიანი: ვცდილობ, ყველა მომდევნო, ახალი ნივთი უფრო დავხვეწო და უფრო მიმზიდველი გავხადო

— რთული იყო ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრება?

— ლამის პირველივე დღიდან მომხმარებლებისგან ძალიან დიდი ინტერესი წამოვიდა. საბედნიეროდ, თბილისში არის ისეთი ხალხი, რომელთაც თანდაყოლილი სტილის გრძნობა და დახვეწილი გემოვნება აქვთ. აქ ყოველთვის ზუსტად იციან, რა უნდათ და რა უხდებათ. ამიტომ ის, რომ ჩემმა პროდუქციამ ასეთი დიდი დაინტერესება ჰპოვა ქართულ ბაზარზე, მე დიდ ბედნიერებას მანიჭებს.

— რა მასალით და როგორ იქმნება თქვენი ჩანთები?

— საქსოვად ძირითადად ტრიკოტაჟს ვიყენებ. სამწუხაროდ, საქართველოში ხარისხიანი მასალის დიდი არჩევანი  არ არის. მისი შოვნა რთულია. მაქსიმალურად ვცდილობ, მასალა ხარისხიანი და მყარი იყოს, ამიტომ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამომაქვს.

© ვიკა სიმონიანის პირადი არქივიეფექტური წითელი ჩანთა ვიკა სიმონიანისგან
ვიკა სიმონიანის ნაქსოვი ჩანთა - Sputnik საქართველო
ეფექტური წითელი ჩანთა ვიკა სიმონიანისგან

— როგორ ფიქრობთ, ჩანთა ქალისთვის რამდენად მნიშვნელოვანი აქსესუარია?

— ქალისთვის გემოვნებით შერჩეული, დახვეწილი ჩანთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. ეს აქსესუარი ქალის ხასიათს და გემოვნებას უსვამს ხაზს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რამდენად სწორად შეარჩევ მას.

— დღესდღეობით რა სტილის, ფერის ჩანთებია მოდური და აქტუალური?

— დღესდღეობით ტენდენციას მართავს ნათელი ფერები, მაგრამ მე მუქ ტონებსაც ვიყენებ. ძირითადად შავსა და შინდისფერს, რადგან ის მომხმარებლის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს.

— თქვენი მეგობრები, ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენ წამოწყებას?

— გარშემომყოფების მხრიდან  მხარდაჭერა და თანადგომა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის წარმატებაში. ყველასგან დიდ მხარდაჭერას და ოპტიმისტურ განწყობას ვგრძნობდი, რაც ყოველთვის მიწყობდა ხელს წინსვლაში.

— ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი კრიტიკოსი, მაგრამ ამავე დროს ყველაზე დიდი გულშემატკივარი?

© ვიკა სიმონიანის პირადი არქივივიკა სიმონიანი: ქალისთვის გემოვნებით შერჩეული, დახვეწილი ჩანთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია
ვიკა სიმონიანის ნაქსოვი ჩანთა - Sputnik საქართველო
ვიკა სიმონიანი: ქალისთვის გემოვნებით შერჩეული, დახვეწილი ჩანთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია

— ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და შემფასებელი ჩემი მეუღლეა. მისი თანადგომა და რჩევები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

— სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

— სამომავლოდ მინდა, ჩემი კოლექცია გავაფართოვო და ჩანთების ხაზს ტანსაცმელი შევმატო. ამას დიდი შრომა სჭირდება, რისთვისაც თავს არ ვზოგავ.

ყველა ახალი ამბავი
0