ნონა გაფრინდაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

© photo: Sputnikდიდოსტატი ნონა გაფრინდაშვილი
დიდოსტატი ნონა გაფრინდაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში გაფრინდაშვილმა რუსეთის ორ წარმომადგენელს აჯობა.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა მოიგო ვეტერანთა შორის ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ბარსელონაში დასრულდა, ნათქვამია საქათველოს ჭადრაკის ფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავის გახსნა - Sputnik საქართველო
თბილისში ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა

9 შესაძლო ქულიდან გაფრინდაშვილმა 5,5 ქულა დააგროვა და ელენა ფატალიბეკოვას (რუსეთი) ერთი ქულით აჯობა. ირინა კაბანოვამ (რუსეთი) სამი ქულა მოიპოვა და მესამე ადგილი დაიკავა.

მედლის გარეშე არ დარჩენილა თამაზ გიორგაძე, რომელმაც 7 ქულა დააგროვა და იმავე ასაკობრივ კატეგორიაში (65+) მეორე ადგილი დაიკავა. გიორგაძე ნახევარი ქულით ჩამორჩა შვედ ნილს-გუსტავ რემანსს, რომელიც კონტინენტალური პირველობის გამარჯვებული გახდა. ლიდერთა სამეულის ბოლო ადგილზეა ევგენი ვასიუკოვი რუსეთიდან, რომელმაც 6,5 ქულა დააგროვა.

ნონა გაფრინდაშვილი — ჭადრაკის ისტორიაში მეხუთე მსოფლიო ჩემპიონია (1962 – 1978), პირველი საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის (1976) და პირველი მანდილოსანია, რომელსაც მამაკაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა (1978).

ყველა ახალი ამბავი
0