თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ხელბურთში საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრები (U-19) მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია. ჩემპიონატი თბილისში გაიმართა.
ფინალში საფრანგეთმა ესპანეთის ნაკრებს 28:25 სძლია.
გამარჯვებულ გუნდში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კილიან ვილმონტი დასახელდა (13 ბურთი). ის ასევე გახდა ტურნირის ყველაზე ფასეული მოთამაშე.
© Handballgeo2017ხელბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორები
ხელბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორები
"ნამდვილად ძალიან მიხარია ბიჭების გამო, რადგან მათ ერთ თვეში კოლოსალური სამუშაო გაწიეს. ჩვენ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება. ფინალში ძალიან კარგი მეტოქე გვყავდა, მაგრამ ჩვენ უკეთ ვიმუშავე", — ასეთი კომენტარი გააკეთა გამარჯვების შემდეგ საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერიკ კუინტინმა.
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში დანიის ნაკრებმა ხორვატიას მოუგო 30:29.
ტურნირის მასპინძლებმა ჩემპიონატში მეოცე ადგილი დაიკავეს.