ელენა ინჯია: თოჯინების შექმნით ათი წლის წინ დავინტერესდი
„თოჯინების შექმნა ჩემი ჰობია. თოჯინები ყოველთვის მომწონდა, მაგრამ დაახლოებით ათი წლის წინ, როცა ჩემი შვილი გერმანიაში სწავლობდა, რაღაცის გამოძერწვა დაავალეს და პირველად სწორედ მაშინ ავიღე ხელში მასალა“, — ამბობს ინჯია.
ელენა ინჯიას თქმით ამ თოჯინებით თამაში არ შეიძლება. ეს არის ძალიან სათუთი, საკოლექციო თოჯინები, რომელსაც ბავშვი ადვილად გააფუჭებს, დააზიანებს. ეს ფაქტი კი ძალიან გულდასაწყვეტი იქნება მისთვის. მისივე თქმით, ეს თოჯინები ხელოვნების ნიმუშია და თითოეულ მათგანს გაფრთხილება სჭირდება.
,